
განქორწინება დისტანციურად
🔹განქორწინება დისტანციურად ადვოკატის დახმარებით
▫️განქორწინების პროცესი თავისებურად მეუღლეებისთვის დაძაბული და რთული პროცესია ემოციური კუთხით.
საქართველოს კანონმდებლობა შესაძლებლობას იძლევა თავი ავარიდოთ მსგავს უხერხული სიტუაციებს და სთავაზობს მხარეებს კვალიფიციური წარმომადგენლის/ ლიცენზირებული ადვოკატის დახმარებით მოახერხონ ქორწინების შეწყვეტა.
🔹შესაბამისად განქორწინება ნებაყოფლობით სწრაფი და მარტივია იმ შემთხვევაშიც თუ მეუღლეები იმყოფებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამ შემთხვევაშიც ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაციას, მის დამადასტურებელ დოკუმენტის აღებას იუსტიციიდან და თქვენთვის ჩაბარებას შეძლებს მხარეთა წარმომადგენელი ადვოკატი მისი უფლებამკსილების ფარგლებში.
🔹თუკი მეუღლე არ გთანხმდებათ განქორწინებაზე და უარს ამბობს, თქვენ კი არ იმყოფებით საქართველოში, განქორწინების საქმის წარმოება ადვოკატის მომსახურების მეშვეობით შესაძლებელია სასამართლოშიც, სადაც ის თქვენი ინტერესების გაჟღერებას და დაცვას უხელმძღვანელებს, სასამართლოში თქვენი მონაწილეობის გარეშე.
Comentarios