• ადვოკატი ბექა მოსაშვილი

განქორწინება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე

Updated: Jan 23

#განქორწინება #დისტანციურად #უცხოქვეყნიდანგანქორწინება


არ არის აუცილებელი საქართველოში ჩამოსვლა იმისათვის, რომ განქორწინდე.

ეს სერვისი მოსახერხებელია ყველასთვის, ვინც არ იმყოფება საქართველოში და ვერ ახერხებს ან არ სურს ჩამოსვლა. განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფთათვის. ჩვენ უამრავ ემიგრანტს მოვემსახურეთ და დავეხმარეთ განქორწინებაში.


როდესაც არ იმყოფებით საქართველოში და გაქვთ სურვილი დააკავშიროთ თქვენი ცხოვრება სხვა პიროვნებასთან და ამაში ხელს გიშლით პირველი რეგისტრირებული ქორწინება, რომელიც არ არის სასურველი, სულაც არ არის აუცილებელი განქორწინებისთვის საქართველოში ჩამოსვლა.


თუკი მეორე მხარე (მეუღლე) რომელიც საქართველოში იმყოფება უარს გეუბნებათ განქორწინებაზე, რაც ხშირად ხდება სხვადასხვა მიზეზებით, ასეთ დროს თქვენი ჩამოსვლის გარეშე ადვოკატი თქვენს მაგივრად წარმართავს საქმეს სასამართლოში და დაგეხმარებათ განქორწინებაში.

თუკი საქართველოში მყოფი მეუღლე თანახმა არის განქორწინებაზე, ამაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ და თქვენს ნაცვლად იუსტიციის სახლში გამოვცადდეთ და გავაწეროთ ხელი მინდობილობის საფუძველზე.

სურვილის შემთხვევაში ადვოკატი უზრუნველყოფს განქორწინების მოწმობის თარგმნას და აპოსტილით დამოწმებას, რადგან ზოგჯერ ეს დოკუმენტი სჭირდებათ უცხო ქვეყანაში, რათა წარადგინონ შესაბამის ორგანოში.


განქორწინებას სასამართლო წესით სწირდება გარკვეული დრო, რამდენიმე თვე. ამ დროის გასვლის შემდეგ თქვენ გექნებათ განქორწინებულის სტატუსი სასამრთ₾ო გადაწყვეტილების საფუძველზე.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე.