• ადვოკატი ბექა მოსაშვილი

როგორ გავიაროთ ადვოკატთან კონსულტაცია


ჩვენი საადვოკატო ბიურო უკვე დიდი ხანია დაინტერესებულ პირებს ყოველდღიურად უწევს ზეპირ/სატელეფონო და წერილობით კონსულტაციას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე.



ხშირად დაინტერესებული პირები გვიკავშირდებიან ტელეფონის ან სოც.ქსელის საშუალებით და ამავე ფორმატით სურთ მათ კითხვაზე სრული და ამომწურავი პასუხის მიღება. ჩვენი იურისტები მაქსიმალურად ცდილობენ ამ ფორმატით გაერკვნენ საქმის ვითარებაში და გასცენ შესაბამისი კონსულტაცია.


მაგრამ ჩვენ კლიენტებს ვურჩევთ, რომ წინასწარ ჩაეწერონ ადვოკატთან კონსულტაციაზე და ისე ისარგებლონ ჩვენი სერვისით, ვინაიდან ყველას აქვს სხვადასხვა კატეგორიის პრობლემებიდან გამომდინარე განსხვავებული კითხვები, რისთვისაც საჭიროა ადვოკატი კარგად გაერკვეს საქმის ვითარებაში, ხშირ შემთხვევაში გაეცნოს ხელთ არსებულ დოკუმენტებს/საქმის მასალებს და ისე მისცეს კვალიფიციური რჩევა კლიენტს.


იმისათვის, რომ ადვოკატმა ერთ დაინტერესებულ პირს გაკრვეულ საკითხზე გაუწიოს კონსულტაცია, მას უწევს ხშირად შეისწავლოს გარკვეული საკითხი, გადახედოს სასამართლო პრაქტიკას, ახალ რეგულაციებს და შეკრებილი, სწორად გაკეთებული სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე გასცეს სასარგებლო კონსულტაცია თუ რეკომენდაცია.

შესაბამისად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადვოკატის დრო არის ძვირფასი და თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე გირჩევთ, რომ სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად წინასწარი ჩაწერით პირადად შეხვდეთ ადვოკატს და გაესაუბროთ არსებულ პრობლემაზე კონფიდენციალურობის დაცვით, რადგან ასეთ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ უკეთეს რჩევას.


ასევე გაითვალისწინეთ, რომ ადვოკატთან კონსულტაცია ხდება სამუშაო დღეებში და საათებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.


კონსულტაციაზე ჩაწერის მსურველებმა დარეკეთ: 579 275 900

www.advokat.ge

0 views0 comments