• ადვოკატი ბექა მოსაშვილი

ხელშეკრულების შემოწმება და განმარტება


ალბათ გაინტერესებთ რატომ არის საჭირო ხელშეკრულების შემოწმება, ანუ იგივე სამართლებრივი ანალიზი.


ჩვენს ბიუროში ბევრი დაინტერესებული პირი მოდის და უკვე გამზადებული ხელშეკრულება მოაქვს შემოწმების მიზნით. მაგალითად როდესაც აპირებენ უძრავი ქონების შეძენას , ბინის ან კომერციული ფართის დაქირავების/იჯარით აღების დროს, ავტომობილის შეძენისას და გაქირავებისას, ნივთის განვადებით ყიდვისას და ა.შ. უამრავი სახის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს და შესაბამისად ხელშეკრულებები და მათი შინაარსი არის განსხვავებული, სხვაგვრად მოწესრიგებული და შედგენილი.

კლიენტებს აინტერესებთ თუ რამდენად არიან დაცულები, არსებობს თუ არა ხელშეკრულებაში რაიმე სახის სამართლებრივი/ქონებრივი რისკი, არის თუ არა მათი ქონებრივი ანდა მომხმარებლის უფლებები სათანადოდ დაცული, საკმარისად არის თუ არა ყველა ძირითადი ურთიერთობა მოწესრიგებული და ხომ არ საჭიროებს ხელშეკრულება გარკვეული საკითხების დამატებით მოწესრიგებას, ანუ შესაბამისი მუხლების ჩამატებას.

ცხადია საადვოკატო საქმინობის ფარგლებში მინახავს უამრავი სახის ხელშეკრულება, მათ შორის სამწუხაროდ ინტერნეტიდან გამოყენებული შაბლონები და ლოგიკურია თუ რატომ არსებობს ასეთი კითხვები. ზოგჯერ მხარეებს საკმოდ მნიშვნელოვანი გარიგების დადება სურთ ძალიან მარტივად, ხშირად ფორმალობის გარეშეც. სიმარტივე კარგია, მაგრამ აუცილებელია წინდახედულობა და მნიშვნელოვანი საკითხების წინასწარ გათვალისწინება.


რატომ არის საჭირო ხელშეკრულების განმარტება?


ზოგჯერ ხელშეკრულება სამართლებრივად და თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით კვალიფიციურად არის შესრულებული მაგრამ შესაძლოა მომხმარებლისთვის ბევრი რამ გაუგებარი იყოს და ბუნდოვანი. პირი რომელიც არ იცნობს სამართლებრივი დოკუმენტების სპეციფიკას შესაძლოა ზოგიერთი საკითხი რთულად გასაგები იყოს მისთვის, ამიტომ საჭიროა ხელშეკრულება იყოს მარტივად მომზადებული მაგრამ როგორც ზემოთ ვისაუბრეთ ამასთანავე სათანადოდ მოწესრიგებული და გამართული. ზოგჯერ შესაძლოა ხელშკრულების დებულებები იყოს მარტივად წასაკითხი მაგრამ ბუნდოვანი იყოს თუ რას ნიშნავს კონკრეტული ჩანაწერი.


მაგალითად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ხშირად წერია რომ მხარეები თანხმდებიან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

ერთი შეხედვით სულ რაღაც ორი ხაზია წასაკითხად მარტივი , მაგრამ ალბათ გაინტერესებთ ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ თუკი მხარეებს შორის იქნება დავა და საქმე წარიმართება სასამართლოში და დაკმაყოფილდება პირობითად ერთი მხარის მოთხოვნები, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ დაიწყებს აღსრულებას და არა მას შემდეგ რაც გაივლის პირობითად მეორე და მესამე ინსტანციას. მეორე მხარეს რომელიც უკმაყოფილო დარჩა სასამართლოს მიუხედავად დაუყოვნებლივი აღსრულებისა შეუძლია გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციებში, მაგრამ ცხადია ეს იმაზე დამოკიდებული დავის საგანი იარსებებს თუ არა (მაგალითად შესაძლოა ქონება აუქციონზე გაიყიდოს).


საბოლოო ჯამში შემიძლია გითხრათ, რომ ხელშეკრულებების განმარტება და შემოწმება არ ემსახურება მხოლოდ რისკების აღმოჩენას, უფლებების დაცვას, არამედ დამატებით ხელშეკრულების განვრცობა და განმარტება, მხარეს ეხმარება ნაკისრი ვალდებულების უკეთ აღქმაში და სამართლებრივი შედეგების სამომავლოდ შეფასებაში.

3 views0 comments