განქორწინება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე

არ არის აუცილებელი საქართველოში ჩამოსვლა იმისთვის რომ განქორწინდე
ეს სერვისი იდეალურია იმ პირებისთვის, ვინც საქართველოში არ იმყოფება და ვერ ახერხებს ან არ სურს ჩამოსვლა.
განსაკუთრებით მოსახერხებელია ემიგრაციაში მყოფი პირებისთვის, რომლებსაც სურთ ქორწინების სამართლებრივად შეწყვეტა დროისა და ხარჯის დაზოგვით.
ჩვენ უკვე მრავალ ემიგრანტს დავეხმარეთ განქორწინების პროცესში — უსაფრთხოდ, დისტანციურად და სრულ იურიდიულ მხარდაჭერასთან ერთად.
დისტანციური განქორწინება საქართველოში, როდესაც არ იმყოფებით ქვეყანაში
განქორწინება საზღვარგარეთიდან
საქართველოში დისტანციურად განქორწინება პრაქტიკულად შესაძლებელია და საკმაოდ გავრცელებული მომსახურებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ან ორივე მეუღლე იმყოფება საზღვარგარეთ და საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.
⚖️ დისტანციური განქორწინების გზები
1. იუსტიციის სახლში (ორივე მეუღლის თანხმობის შემთხვევაში)
თუ ორივე მეუღლე თანახმაა განქორწინებაზე, პროცესი მარტივია და ხანმოკლე.
📌 პროცესი სრულდება დაახლოებით 6 სამუშაო დღეში.
2. სასამართლოს გზით (მხოლოდ ერთი მხარის ინიციატივით)
სასამართლო პროცესი იწყება იმ შემთხვევაში, როცა ერთ-ერთი მეუღლე:
-
❌ არ არის თანახმა განქორწინებაზე
-
❌ არ ჩანს, არ იძებნება (არც ტელეფონით, ელფოსტით, სოციალური ქსელებით)
-
❌ არ არის ცნობილი მისი კონკრეტული საცხოვრებელი ან სამუშაო მისამართი
რა ხდება, როცა მეუღლესთან კონტაქტი დაკარგულია ან იგი უარს ამბობს
ასეთ შემთხვევებში, კანონმდებლობა ითვალისწინებს სპეციალურ პროცედურებს, რის შედეგადაც სასამართლოს აქვს უფლება განიხილოს საქმე მოპასუხის არარსებობის შემთხვევაშიც.
👉 სასამართლოს შეუძლია ცალმხრივად გამოიტანოს განქორწინების გადაწყვეტილება, თუ დადგინდება, რომ ოჯახური ურთიერთობა რეალურად აღარ არსებობს.
📌 ვის შეუძლია დისტანციური განქორწინება?
-
არ აქვს მნიშვნელობა, საზღვარგარეთ მყოფი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის
-
მთავარია, რომ ქორწინება იყოს რეგისტრირებული საქართველოში
-
აუცილებელია ქორწინების მოწმობა, ან მისი ასლი, თუ არ გაქვთ ჩვენ გამოვითხოვთ შესაბამისი უწყებიდან.
🌍 თარგმნა და აპოსტილი — როცა განქორწინების მოწმობა გჭირდებათ საზღვარგარეთ
განქორწინების მოწმობა ხშირად საჭიროა უცხო ქვეყანაში წარსადგენად, მათ შორის:
-
საემიგრაციო მიზნებისთვის
-
ახალი ქორწინების რეგისტრაციისთვის
-
სამართლებრივი პროცედურებისთვის
ჩვენს მომსახურებაში შედის:
-
📄 ოფიციალური თარგმნა
-
🖋 ნოტარიული დამოწმება
-
🏛 აპოსტილით ლეგალიზაცია
📩 დაგვიკავშირდით დღესვე!
მიიღეთ სრულფასოვანი იურიდიული მხარდაჭერა დისტანციურად, ადვოკატის მონაწილეობით —
არ არის საჭირო საქართველოში ჩამოსვლა.