top of page

განქორწინება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე

person_at_airport_holding_coffee_and_lug

არ არის აუცილებელი საქართველოში ჩამოსვლა იმისთვის რომ განქორწინდე.

ეს სერვისი მოსახერხებელია ყველასთვის, ვინც არ იმყოფება საქართველოში და ვერ ახერხებს ან არ სურს ჩამოსვლა. განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფთათვის. ჩვენ უამრავ ემიგრანტს მოვემსახურეთ და დავეხმარეთ განქორწინებაში.

როდესაც არ იმყოფებით საქართველოში და გაქვთ სურვილი დააკავშიროთ თქვენი ცხოვრება სხვა პიროვნებასთან და ამაში ხელს გიშლით პირველი რეგისტრირებული ქორწინება, არ არის აუცილებელი ჩამოსვლა. თუკი მეორე მხარე (მეუღლე) რომელიც საქართველოში იმყოფება უარს გეუბნებათ განქორწინებაზე, რაც ხშირად ხდება სხვადასხვა მიზეზებით, ასეთ დროს თქვენი ჩამოსვლის გარეშე ადვოკატი თქვენს მაგივრად წარმართავს საქმეს სასამართლოში და დაგეხმარებათ განქორწინებაში. 

თუკი საქართველოში მყოფი მეუღლე თანახმა არის განქორწინებაზე, ამაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ და თქვენს ნაცვლად იუსტიციის სახლში გამოვცადდეთ და გავაწეროთ ხელი მინდობილობის საფუძველზე. 

სურვილის შემთხვევაში ადვოკატი უზრუნველყოფს განქორწინების მოწმობის თარგმნას და აპოსტილით დამოწმებას, რადგან ზოგჯერ ეს დოკუმენტი სჭირდებათ უცხო ქვეყანაში , რათა წარადგინონ შესაბამის ორგანოში. 

 

რაც მთავარია შენს ინტერესებს დაიცავს ლიცენზირებული ადვოკატი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 

bottom of page