რა ხარჯებთან არის დაკავშირებული განქორწინება?
თქვენ უნდა გადაიხადოთ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი; მინდობილობის საფასური და იურიდიული მომსახურების საფასური, რომელიც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
როგორ ხდება განქორწინება?
განქორწინება შეგიძლიათ იუსტიციის სახლში იმ შემთხვევაში თუკი ორივე მხარე თანახმა ხართ განქორწინებაზე, მაგრამ თუკი რომელიმე მხარე უარს ამბობს განქორწინებაზე, ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ სასამრთლოს სარჩელით.
რომელ სასამართლოს მივმართო?
სარჩელით უნდა მიმართოთ იმ რაიონის სასამართლოს, სადაც ცხოვრობს მეორე მხარე (ცოლი ან ქმარი).
არ მსურს მეუღლესთან კომუნიკაცია, შესაძლებელია ადვოკატმა ჩემს ნაცვლად გააწეროს ხელი?
თუკი არ გსურთ მეუღლესთან კომუნიკაცია ან შეხვედრა ამ საკითხზე, დიახ ადვოკატი უფლებამოსილია თქვენს გარეშე მინდობილობის საფუძველზე დაარეგისტრიროს განქორწინება იუსტიციის სახლში ან/და აწარმოოს საქმე სასამართლოში ისე , რომ თქვენი ჩართულობა საერთოდ არ იქნება აუცილებელი ამ პროცესებში.
როგორ გავიარო ადვოკატთან კონსულტაცია?
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ნომერზე და მიიღონ სატელეფონო კონსულტაცია ან პირადად შეხვდნენ ადვოკატს. გახსოვდეთ, რომ კლიენტსა და ადვოკატს შორის კომუნიკაცია არის სრულიად კონფიდენციალური და დაცული მხარეთა შორის.
რა დოკუმენტებია საჭირო განქორწინებისთვის?
ქორწინების მოწმობის დედანი ან მისი ასლი, თუკი არ გაქვთ შესაძლებელია ხელახლა გამოთხოვა იუსტიციის სახლიდან რამდენიმე დღეში, ასე რომ ეს არ წარმოადგენს პრობლემას. თუკი ადვოკატმა უნდა დაგიცვათ აუცილებლად დაგჭირდებათ მინდობილობა, რომელსაც ნებისმიერ სანოტარო ბიუროში დაამზადებს ნოტარიუსი.
არ ვიმყოფები საქართველოში და როგორ მოვიქცე, ვერ ვახერხებ ჩამოსვლას
განქორწინებისთვის არ არის აუცილებელი ჩამოხვიდეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული ან სხვა ბარიერთან, მარტივად შეგიძლიათ განქორწინდეთ ადვოკატის დახმარებით, რომელიც მინდობილობით წარმოგადგენთ თქვენ სასამართლოში ან იუსტიციაში და იმოქმედებს თქვენი სახელით.
როგორ გავაკეთო მინდობილობა უცხო ქვეყნიდან?
საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერ სანოტარო ბიუროში შეუკვეთოს მინდობილობა დისტანციურად (სკაიპის და სხვა ქსელების საშუალებით). თქვენ უბრალოდ ვიდეო ზარში ნოტარიუს წარუდგენთ პასპორტს ან პირადობის მოწმობას, რათა მოხდეს თქვენი იდენტიფიცირება, ასევე საჭიროა ორი მოწმე საქართველოში მყოფი, რომლებიც დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ნამდვილად არ იმყოფებით საქართველოში.