top of page

არ იცით სად არის მეუღლე? 

d2gyvgiumbs81u8tcxdz.png

განქორწინება გინდათ მაგრამ ვერ პოულობთ მეუღლეს? არ იცით მისი მისამართი ან ადგილსამყოფელი?

ხშირად ხდება ისე, რომ ცოლ-ქმარი ფაქტობრივად შორდება ერთმანეთს მაგრამ იურიდიულად ისევ არიან ქორწინებაში, მაგრამ როდესაც გადაწყვეტენ რომ განქორწინდნენ ვერ პოულობენ მეორე მხარეს.

მეორე მხარე შესაძლოა ცხოვრობდეს სხვა ქალაქში, რეგიონში ან სულაც სხვა სახელმწიფოში, რომლის შესახებაც თქვენ ინფორმაცია არ გქონდეთ.

ძირითადად მსგავსი პრობლემა აქვთ იმ პირებს, რომელთა მიზანს არ წარმოადგენდა ოჯახის შექმნა და არ იყო რეალური ქორწინება, მხოლოდ ხელის მოწერა მოხდა გარკვეული მიზეზების გამო ან კიდევ მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო დატოვა საქართველო, აქ მყოფი მეუღლე კი ვერ პოულობს და ხელი ეშლება განქორწინებაში. 

სამართლებრივად სტანდარტული განქორწინების საქმისგან ეს საქმეები განსხვავდება იმით, რომ აქ მთავარი როლი აკისრია სასამართლოს, რათა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებით (საფოსტო გზავნილები, საპოლიციო მოქმედებები, ინფორმაციის გამოთხოვა და ა.შ. ) რამენაირად მოიძიოს მეორე მხარის ადგილსამყოფელი და ჩააბას იგი განქორწინების საქმის წარმოებაში. 

ამ შემთხვევაშიც საქმის წარმოების ეტაპები იგივე არის, ადვოკატი ამზადებს სამოქალაქო სარჩელს და საქმეს წარმართავს სასამრთლოში.

განქორწინებისთვის გჭირდებათ ქორწინების მოწმობა, რომელიც თუ არ გაქვთ შეგიძლიათ მიიღოთ იუსტიციის სახლში ასლის სახით. სხვა დეტალებს ადგილზე კონსულტაციით ადვოკატი აგიხსნით და მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას. 

bottom of page