top of page

განქორწინება დისტანციურად

Untitled design (1).png

როგორ ხდება განქორწინება, როდესაც მეუღლე არის საზღვარგარეთ?

არ არის აუცილებელი დაელოდოთ როდის ჩამოვა მეუღლე საქართველოში, რომ დაიწყოთ განქორწინების პროცედურა და არც ისაა საჭირო, რომ თქვენ წახვიდეთ იმ ქვეყანაში ან ქალაქში, სადაც მეუღლე იმყოფება.​

თუკი თქვენთვის ცნობილი არის თუ სად იმყოფება მეორე მხარე (მეუღლე) მაგალითად: ქვეყანა ქალაქი და საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი მაშინ ჩვენი დამხარებით შეგიძლიათ დაიწყოთ განქორწინების პროცესი. 
თქვენ ადვოკატს მიაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, ხოლო ადვოკატი მოამზადებს სამოქალაქო სარჩელს და დაიწყებს სასამართლოში საქმის წარმოებას. 
არ აქვს მნიშვნელობა საზღვარგარეთ მყოფი მეუღლე არის საქართველოს მოქლაქე თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, მთავარია რომ ქორწინება იყოს საქართველოში რეგისტრირებული და გქონდეთ ქართული მოწმობა.
ცხადია თუკი საზღვარგარეთ მყოფი მეუღლე თანახმა არის განქორწინებაზე ამაშიც დაგეხმარებით და მის ნაცვლად იუსტიციის სახლში განქორწინების რეგისტრაციის მიზნით გამოგყვებით და  მინდობილობის საფუძველზე მოვაწერთ ხელს განაცხადს.

განქორწინებისთვის გჭირდებათ ქორწინების მოწმობა, რომელიც თუ არ გაქვთ შეგიძლიათ მიიღოთ იუსტიციის სახლში ასლის სახით. სხვა დეტალებს ადგილზე კონსულტაციით ადვოკატი აგიხსნით და მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას.

ყველა უფლება დაცულია ©  შპს "მოსაშვილის საადვოკატო ოფისი"  2019 

bottom of page