რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სასამრთლოს?

judge-gavel-court.jpg

ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც იღებთ გადაწყვეტილებას განქორწინების თაობაზე და ამის შესახებ ესაუბრებით მეუღლეს.

მაგრამ ის აცხადებს, რომ არ სურს განქორწინება და არ არის თანახმა. სწორედ ამ დროს თქვენ იწყებთ სასამრთლოში დავას განქორწინების თაოაბზე.

ზოგჯერ ფიქრობენ, რომ თუკი ერთი მხარე უარს ამბობს, ასეთ დროს არ მოხდება განქორწინება, რაც არ არის სიმართლე, განქორწინება ხდება ისევე თავისუფლად, როგორც ქორწინება, რადგან ეს არის ადამიანის უფლება თავისუფალ ნებაზე დამყარებული. 

არ აქვს მნიშვნელობა განქორწინებაზე უარს ცოლი ამბობს თუ ქმარი, რადგან სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად საკმარისია  რომელიმე მხარის უარი, რათა მივმართოთ სასამართლოს. 

 

თითქმის განქორწინების საქმეთა 80 %-ის  განხილვა ხდება სასამართლოში სწორედ ამ მიზეზით. 

როგორ უნდა მიმართო სასამართლოს?

  1. პირველ რიგში უნდა მიიღოთ კვალიფიციური რჩევა ადვოკატისგან და კონსულტაციის ფარგლებში დაგეგმოთ საქმეზე ყველა ღონისძიება.

  2. თქვენი ადვოკატი მოამზადებს სამოქალაქო სარჩელს და მიმართავს სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმეს განიხილავს იმ ქალაქის/რაიონის სასამართლო, სადაც ცხვორობს მეუღლე (მოპასუხე), მაგალითად: რუსთავში თუ ცხოვორბს მხარე ან ორივე მხარე, დავას განქორწინების თაობაზე განიხილავს რუსთავის საქალაქო  სასამართლო, თუ თბილისში ცხოვორბს - თბილისის სასამრთლო  და ა. შ. 

  3. საქმის წარმოება სასამართლოში შედგება რამდენიმე ეტაპისგან, ადვოკატი უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას სხდომებზე.

  4. არ არის აუცილებელი თქვენც დაესწროთ სხდომებს და მიიღოთ მონაწილეობა თუკი ამის სურვილი არ გაქვთ, რაც ხშირად ხდება, რადგან მხარეებს არ სურთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ეს არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან ადვოკატი მოქმედებს თქვენს მაგივრად.

  5. საბოლოოდ საქმის განხილვის შემდეგ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კანონიერ ძალაში შედის და რეგისტრირდება იუსტიციის სახლში, სადაც სურვილის შემთხვევაში იღებთ განქორწინების მოწმობას. 

e183a1e18390e183a0e183a9e18394e1839ae183
  • Facebook
  • Instagram
  • YouTube

ეს არის სარჩელის პირველი ფურცელი, რომელიც აუცილებელია, რომ შეივსოს ზუსტი ინფორმაციით. გარდა ამისა უკვე შემდგომ ფურცლებზე ხდება ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაციის დამატება, რომელსაც კვალიფიციური ადვოკატი ამზადებს. 

შესაბამისად, როდესაც განქორწინებას გადაწყვეტთ, საჭიროა იცოდეთ მეორე მხარის მისამართი საცხოვრებელის (არსებობის შემთხვევაში სამუშო მისამრთიც), სასურველია ასევე ტელეფონის ნომერიც იცოდეთ.

განქორწინებისთვის საჭიროა ადვოკატს მიაწოდოთ ქორწინების მოწმობა, თუ არ გაქვთ ქორწინების მოწმობა ან არ გაძლევთ მეორე მხარე არც ეს არის პრობლემა, რადგან იუსტიციის სახლიდან მარტივად გამოითხოვთ ან თავად ადვოკატი დაგეხმარებათ. 

გარდა ამისა დაგჭირდებათ მინდობილობა, რათა ადვოკატმა იმოქმედოს თქვენს მაგივრად და დაგიცვათ სასამრთლოში. მინდობილობის დამზადება შეგიძლიათ ნებისმიერ სანოტარო ბიუროში ადვოკატთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.

ადვოკატი დაგეხმარებათ განქორწინების პროცესის მაქსიმალურად  კომფორტულად და მარტივად დასრულებაში.

კონსულტაცია 579 275 900 (viber; whatsapp)