• ადვოკატი ბექა მოსაშვილი

განქორწინება

Updated: May 10


💔ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც იღებთ გადაწყვეტილებას განქორწინების თაობაზე და ამის შესახებ ესაუბრებით მეუღლეს და სთავაზობთ ნებაყოფლობითი ფორმით ამ საკითხის რეგულირებას.


🔴მაგრამ ის აცხადებს, რომ არ სურს განქორწინება და არ არის თანახმა. ასეთ დროს განქორწინების საკითხს განიხილავს სასამრთლო და არა ისტიციის სახლი.


ზოგჯერ ფიქრობენ, რომ თუკი ერთი მხარე უარს ამბობს, ასეთ დროს არ მოხდება განქორწინება, რაც არ არის სიმართლე, განქორწინება ხდება ისევე თავისუფლად, როგორც ქორწინება, რადგან ეს არის ადამიანის უფლება თავისუფალ ნებაზე დამყარებული.


არ აქვს მნიშვნელობა განქორწინებაზე უარს ცოლი ამბობს თუ ქმარი, რადგან სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად საკმარისია რომელიმე მხარის უარი, რათა მივმართოთ სასამართლოს.


🔴როგორ უნდა მიმართო სასამართლოს?


👉პირველ რიგში უნდა მიიღოთ კვალიფიციური რჩევა ადვოკატისგან და კონსულტაციის ფარგლებში დაგეგმოთ საქმეზე ყველა ღონისძიება.


თქვენი ადვოკატი მოამზადებს სამოქალაქო სარჩელს და მიმართავს სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმეს განიხილავს იმ ქალაქის/რაიონის სასამართლო, სადაც ცხვორობს მეუღლე (მოპასუხე), მაგალითად: რუსთავში თუ ცხოვორბს მხარე ან ორივე მხარე, დავას განქორწინების თაობაზე განიხილავს რუსთავის საქალაქო სასამართლო, თუ თბილისში ცხოვორბს - თბილისის სასამრთლო და ა. შ.


👉საქმის წარმოება სასამართლოში შედგება რამდენიმე ეტაპისგან


🔴არ არის აუცილებელი თქვენც დაესწროთ სხდომებს და მიიღოთ მონაწილეობა ან გამოცხადდეთ რომელიმე პროცედურის დროს, თუკი ამის სურვილი არ გაქვთ. ამ უფლებით ხშირად სარგებლობენ ჩვენი კლიენტები, რადგან მხარეებს არ სურთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ეს არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან ადვოკატი მოქმედებს თქვენს მაგივრად მინდობილობის საფუძველზე და თქვენი ყოფნა არ არის აუცილებელი სასამრთლოში.

👉 საბოლოოდ საქმის განხილვის შემდეგ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კანონიერ ძალაში შედის და რეგისტრირდება იუსტიციის სახლში, სადაც იღებთ განქორწინების მოწმობას.


🧐კონსულტაცია : 579 275 900 (ვოტსაპი; ვიბერი)


#ganqorwineba #divorce #divorcelawyer #განქორწინება #განქორწინებისწესი #ადვოკატი #განქორწინება_დისტანციურად #განქორწინება_სასამრთლოში #advokati