top of page
  • Writer's pictureადვოკატი ბექა მოსაშვილი

განქორწინება დისტანციურად

Updated: May 10, 2021


ამ საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე არაერთი პოსტი გამოვაქვეყნე და ამომწურავად ვუპასუხე ხშირად დასმულ კითხვებს.

მაგრამ რაკი კიდევ არსებობს განსხვავებული კითხვები, ამიტომ ამ პოსტს დავუთმობ კონკრეტულად ე.წ. "დისტანციური განქორწინების" პროცედურის აღწერას. ესეიეგი როცა მხარეები სხვადასხვა ქყვეყანაში ან რეგიონში არიან და სურთ განქორწინება ისე, რომ არ ჩამოვიდნენ საქართველოში.



"წინა პოსტებიდან შეგახსენებთ, რომ განქორწინება ხდება ან ნებაყოფლობით იუსტიციის სახლში რეგისტრაციით ან სასამართლო წესით, თუ ერთ-ერთი მხარე უარს ამბობს"....


კითხვა N1: მსურს განქორწინება, მაგრამ არ ვიმყოფები საქართველოში და შესაძლებელია ჩამოსვლის გარეშე ამ საკითხის მოგვარება?


დიახ შესაძლებელი არის. ამისთვის საჭირო არის ადვოკატის სახელზე მოამზადოთ მინდობილობა ანუ რწმუნებულება და ადვოკატი უზრუნველყოფს განქორწინების საქმის წარმოებას იუსტიციის სახლში თუკი თანახმა არის მეორე მხარე განქორწინებაზე, ან სასამართლოში თუკი ნებისმიერი მიზეზით უარს ამბობს მხარე განქორწინებაზე.


კითხვა N2: მეც და ჩემი მეუღლეც არ ვიმყოფებით საქართველოში, ამ ეტაპზე მე ვერ ჩამოვდივართ, განქორწინება ორივეს გვსურს და რა შეიძლება გაკეთდეს?


როდესაც ორივე მხარე არის თანახმა განქორწინდნენ ნებაყოფლობით, მათ შეუძლიათ მინდობილობა მოამზადონ, რომლითაც ადვოკატი იუსტიციის სახლში, იგივე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაარეგისტრირებს განქორწინების შესახებ განცხადებას. ასეთი განცხადება განიხილება და მიიღება გადაწყვეტილება განქორწინების თაობაზე სულ რაღაც 6 სამუშაო დღეში.


კითხვა N3: როგორ უნდა გავაკეთოთ მინდობილობა და სად უნდა გაკეთდეს?


მინდობილობა მზადდება ნებისმიერ სანოტარო ბიუროში. როდესაც არ იმყოფებით საქართველოში ნოტარიუსი გიკავშირდებათ ვიდეო ზარით, ახდენს თქვენს იდენტიფიცირებას მოქალაქის პასპორტის ან პირადობის წარდგენის საფუძველზე და ამზადებს მინდობილობას, სადაც უთითებს კონკრეტულად იმ უფლებებს, რომელსაც თქვენ მიანდობთ ადვოკატს, რათა მან თქვენს მაგივრად და თქვენი ჩამოსვლის გარეშე იმოქმედოს.


კითხვა N4: მე ვიმყოფები საქართველოში , ხოლო ჩემი მეუღლე არის საზღვარგარეთ, როემლსაც ვერ ვუკავშირდები და მსურს განქორწინება. როგორ მოვიქცე?


ასეთ დროს არსებობს თქვენი იურიდიული ინტერესი განავითაროთ საკუთარი პირადი ცხოვრება თქვენი შეხედულებისამებრ. ცხადია ის ფაქტი, რომ მეორე მხარეს ანუ მეუღლეს ვერ უკავშირდებით და ვერ პოულობთ, რათა მოახდინოთ მისი ინფორმირება ან შესთავაზოთ ნებაყოფლობით განქორწინება, ვერ გახდება განქორწინებაზე უარის მიზეზი. ასეთ დროს სარჩელი აღიძვრება მეუღლის უკანასკნელი ადგილსამყოფელის მიხედვით და იწყება სამოქალაქო სამართალწარმოება.


კითხვა N5: მე არ ვიმყოფები საქართველოში, ჩემს მეუღლეს არ სურს განქორწინება და ასეთ დროს მაინც მოხდება განქორწინება?


დიახ, როგორც ქორწინება არის თავისუფალი, ასევე განქორწინება არის ადამიანის უფლება და მიუხედავად მეორე მხარის უარისა, განქორწინება მაინც მოხდება მხარეთა შორის. უარი ზოგჯერ გამომდინარეობს ემოციური ფონიდან, პრინციპულობიდან ან თუნდაც რაიმე ინტერესიდან, მაგრამ რაც არ უნდა იყოს უარის მიზეზი, განქორწინებას წინ ვერაფერი აღუდგება...


კითხვა N6: როგორ ხდება ამ საკითხზე ადვოკატთან კონსულტაცია და ურთიერთობა, რათა იგი დამეხმაროს განქორწინებაში?


როგორც აღინიშნა აუცილებელი არის ადვოკატის სახელზე მომზადდეს მინდობილობა, მინდობილობით ადვოკატი მიმართავს იუსტიციის სახლს ან ამზადებს სარჩელს და იწყებს საქმეს სასამართლოში.

ადვოკატთან ურთიერთობა იწყება პირობებზე შეთანხმებით და ხელშეკრულების გაფორმებით. ყველა ეტაპზე ხდება კლიენტის ინფორმირება და თანამშრომლობა.


დაინტერესებული პირებს, შეუძლიათ დამიკავშირდნენ პირად საკონტაქტო ნომერზე: 579 275 900 (viber;whatsapp).





bottom of page